მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ვიტალი კლიჩკოს შეხვდა

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ვიტალი კლიჩკოს შეხვდა

უკრაინაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მსოფლიო ჩემპიონს კრივში, პარტია „უდარ"-ის ლიდერის ვიტალი კლიჩკოს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური მდგომარეობა და საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნები განიხილეს.

უკრაინული პარტია „უდარ"-ის ლიდერმა ქვეყნის პირველ პირს საკუთარი პოლიტიკური ხედვა გაუზიარა და აღნიშნა, რომ დემოკრატიული პროცესებით, გამჭვირვალე არჩევნებითა ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარების პროცესით, საქართველო მაგალითი გახდა არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ვიტალი კლიჩკომ ასევე აღნიშნა, რომ მისი პარტია ამზადებს კანონპროექტს კორუფციასთან ბრძოლის წინააღმდეგ, რომელშიც გამოყენებული იქნება ქართული გამოცდილება ამ მიმართულებით.

მიხეილ სააკაშვილმა და ვიტალი კლიჩკომ სამომავლო თანამშრომლობის გეგმებიც დასახეს.