საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, ტარიფებთან დაკავშირებით, საერთო სურათი მომავალი კვირიდან იქნება ცნობილი. ამის შესახებ მან ელექტროენერგიის ტარიფთან დაკავშირებით მიმდინარე მრგვალი მაგიდის დაწყებისას განაცხადა.
მისივე თქმით, ერთ კვირაში იქნება ცნობილი სამინისტროს ხედვა ტარიფებთან დაკავშირებით.
მრგვალი მაგიდა ენერგეტიკის სამინისტროში მიმდინარეობს. შეხვედრაში მონაწილეობენ საქართველოს ენერგეტიკოსთა კავშირი, კოალიცია „ქართული ოცნების" თემატური ჯგუფის წარმომადგენლები და მეცნიერ-ენერგეტიკოსები.