სამართალდამცავებმა მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, გორის რაიონის სოფელ ფლავისმანში, ოლეგ თ.-ის საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკეს.
ჩხრეკის შედეგად ამოიღეს საბრძოლო მასალა: ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნის 6 ჭურვი, „ერგდ 5“-ის ტიპის ორი ხელყუმბარა ამფეთქებით და „ფ-1“ ტიპის ერთი ხელყუმბარა ამფეთქით.
აღნიშნულის შესახებ, განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს. განცხადების თანახმად, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის II ნაწილით: „ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა“.
აღნიშნული ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დანაშაული დაისჯება ჯარიმით ან სამ წლამდე თავისუფლების შეზღუდვით ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.