სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავეს.
აღნიშნულის შესახებ, შინაგან საქმეთა სამინიტრო განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, 1983 წელს დაბადებული დარისპან კ. სამართალდამცველებმა თემქის დასახლების III მკ/რ V კვ, მე-13 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს, რა დროსაც მას თან პოლიეთილენის პარკში მოთავსებული საეჭვო ნივთიერება აღმოაჩნდა.
„ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული ნივთიერება არის ნარკოტიკული საშუალება დეზომორფინი (0,021 გრ. -დიდი ოდენობა).
გამოძიებას შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი აწარმოებს. სისხლის სამართლის საქმე 260 მუხლის 2 ნაწილით არის აღძრული. ბრალდებული გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი“, - ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.