პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე რუსეთის პრემიერ-მინისტრის დიმიტრი მედვედევის განცხადების შეფასებისას, რომლის თანახმადაც, „რუსეთი საქართველოს ახალ ხელისუფლებასთან დიალოგისთვის მზად არის, მაგრამ არსებული გეოპოლიტიკური რეალიების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე რუსეთის გადაწყვეტილების გათვალისწინებით“, აცხადებს, რომ ქართული მხარისთვის ეს განცხადება შეიძლება სიგნალად იყოს აღქმული.
საყვარელიძის თქმით, ბუნებრივია, რომ საწყის განცხადებაში, რუსეთი მიიჩნევს, რომ 2008 წელს მის მიერ აღიარებებები, ამ ახალ ურთიერთობებში არ უნდა გადაისინჯოს.
„რუსეთი, რა თქმა უნდა, ამას იტყვის. სხვა, ყველა საკითხში ურთიერთობის დარეგულირებაზე თუ თანახმაა, ეს უკვე, წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. მაგრამ დასკვნების გამოტანას ნუ ვიჩქარებთ. მედვედევი პრეზიდენტი, რომ იყო მისი სიტყვა მაშინ არ იყო გადამწყვეტი და მითუმეტეს, პრემიერის რანგში, ის ალბათ, გადაწყვეტილებებს კიდვე უფრო ნაკლებად იღებს. სჯობს, მის რეაქციას დაველოდოთ, ვინც დღეს რუსეთში გადაწყვეტილებებს იღებს.
შეიძლება თავისთავად, ის იყოს ნიშანდობლივი, რომ ამ თემაზე მედვედევი რეაგირებს, ის მიშვებულია აღნიშნულზე სასაუბროდ და პუტინს ამ თემაზე თავისი პოზიციის დაფიქსირება არ სურს“,- განაცხადა საყვარელიძემ.