დღეს, დილით ავღანეთის ურუზგანის პროვინციის ქალაქ დეხრევუნში სამგზავრო ავტობუსი აფეთქდა. აფეთქება ტანკსაწინააღმდეგო ნაღმზე მოხდა. დაღუპულია 10, ხოლო მძიმედ დაშავებულია 12 ადამიანი.
ურუზგანის გუბერნატორის აბდულ ჰემატის პრესმდივნის განცხადებით, დაღუპულთა და დაშავებულთა შორის არიან ბავშვები და ქალები. გამოძიება აღნიშნულთან დაკავშირებით,მიმდინარეობს.
ჯერჯერობით, არცერთ შეიარაღებულ დაჯგუფებას ტერაქტზე პასუხისმგებლობა არ აუღია.