თბილისის მერი გიგი უგულავა საქართველოში სტუმრად მყოფ პალერმოს მერს შეხვდა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქალაქს შორის არსებულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.
პალერმოს მერი ლეოლუკა ორლანდო თბილისს ერთდღიანი ვიზიტით ეწვია. ვიზიტი იტალიური ენის კვირეულს ეძღვნება, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ყოველწლიურად იმართება.
პალერმოს მერთან ერთად თბილისში სტუმრად იმყოფებიან სიცილიელი მეწარმეები. თბილისი და პალერმო დაძმობილებული ქალაქებია. დაძმობილების შესახებ ხელშეკრულება 1987 წელს გაფორმდა.
იტალიელმა სტუმრებმა ძველი თბილისიც დაათვალიერეს და ბოლო წლებში ქალაქში განხორციელებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეც