FrancePresse–ის ინფორმაციით, დღეს დილით ორი ტერაქტი განხორციელდა ერაყის ცენტრალური ნაწილის ორ ქალაქში. ჰილასა და ქერბალაში აფეთქებების შედეგად 23 ადამიანი გარდაიცვალა, 83 მძიმედ დაშავდა. ისინი ადგილობრივ საავადმოყოფოებში არიან გადაყვანილი.
ტერაქტის სამიზნე ამჯერადაც შიიტი მომლოცველები გახდნენ. ისინი ხშირად ხდებიან მსხვერპლინი „ალ–ქაიდას“ ან სუნისტური–ტერორისტული ორგანიზაციებისმხრიდან განხორციელებული ტერაქტების.რამდენიმე დღის წინ ქერბალაში აფეთქების შედეგად, 16 შიიტი მომლოცველი დაიღუპა.