„ამინისტიის შესახებ“ კანონპროექტით, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და სასჯელისგან გათავისუფლებულ პირებს თანამდებობრივი შეზღუდვა მოეხსნებათ.
პარლამენტში წარდგენილი ცვლილებებით, ამ კანონის საფუძველზე გათავისუფლებულ პირებს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება აღუდგებათ.
„ამ კანონის საფუძველზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლებულ პირებს ნასამართლობა ჩაეთვალოთ მოხსნილად. აღუდგეთ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და მოეხსნათ თანამდებობრივი შეზღუდვა“, - ნათქვამია პროექტში.
შეგახსენებთ, რომ კანონპროექტის პირვანდელ ვარიანტში თანამდებობრივი შეზღუდვის მოხსნა და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება აღდგენა გათვალისწინებული არ იყო. პლენარულ სხდომაზე კანონპროექტი პირველი მოსმენით სავარაუდოდ 5 დეკემბერს გავა. კანონი კი, მიღებიდან ორი თვის ვადაში ამოქმედდება.