რიგ მუხლებს ამინისტია არ შეეხება

რიგ მუხლებს ამინისტია არ შეეხება

პარლამენტმა „ამინისტიის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, მთავრობის რეკომენდაციები უკვე გაითვალისწინა და ამინისტია რიგ მუხლებს არ შეეხება.

კანონპროექტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდებიან, ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის თავისუფლების აღკვეთაშეფარდებული მსჯავრდებულები.

თუმცა, ამნისტია  არ შეეხებათ - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით მსჯავრდებულ პირებს: 139-ე მუხლი; 140-ე მუხლი; 141-ე მუხლი; 143-ე მუხლი; 1433-ე მუხლის პირველი ნაწილი; 1443-ე მუხლი; 146-ე მუხლის პირველი ნაწილი; 147-ე მუხლის პირველი ნაწილი; 153-ე მუხლი; 161-ე მუხლი; 162-ე მუხლი; 164-ე მუხლი; 1641-ე მუხლი; 1642-ე მუხლი; 1643; 332-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილი; 333-ე მუხლი; 335-ე მუხლის პირველი ნაწილი; 341-ე მუხლი; 342-ე მუხლი.

შეგახსენებთ, რომ პლენარულ სხდომაზე კანონპროექტი პირველი მოსმენით  სავარაუდოდ 5 დეკემბერს გავა. კანონი კი, მიღებიდან ორი  თვის ვადაში  ამოქმედდება.