ეკვადორი ჯულიან ასანჟის ჯანმრთელობაზე შეშფოთებულია

ეკვადორი ჯულიან ასანჟის ჯანმრთელობაზე შეშფოთებულია

ეკვადორის საელჩო WikiLeaks–ის დამფუძნებლის ჯულიან ასანჟის ჯანმრთელობის გამო შეშფოთებას გამოთქვამს. ბრიტანეთში ეკვადორის ელჩის ანა ალბანის  განცხადებით, ასანჟს ფილტვების ქრონიკული დაავადება აწუხებს და მისი მდგომარეობა დღითიდღე  უარესდება. ასანჟი უკვე ხუთი თვეა საელჩოს ტერიტორიაზე ცხოვრობს მას შემდეგ, რაც მან ეკვადორს პოლიტიკური  თავშესაფარი მოსთხოვა.

ეკვადორისთვის თავშესაფრის მოთხოვნის შემდეგ, ასანჟიმ შეძლო გაქცეოდა შვეციაში ექსტრადირებას, სადაც მას სექსუალური ბრალდებით გაასამართლებენ. თავის მხრივ ასანჟი შიშობს, რომ შვეცია უარს არ იტყვის მისი ამერიკისთვის გადაცემისაზე, სადაც  ასანჟს კიდევ ერთი სასამართლო–ამჯერად სახელმწიფო საიდუმლოს გამჟღავნება  ედება ბრალად.

ასანჟის მიერ დაფუძნებულმა საიტმა WikiLeaks–მა პენტაგონის და ამერიკის სახელმწიფო დეპარტმანტის სკანდალური მასალები გამოაქვეყნა.