მოსკოვის თეატრი „ეტ სეტერა“, თბილისში საგასტროლო ტურს მართავს, რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ხორციელდება. თეატრი ალექსანდრე კალიაგინის ხელმძღვანელობით, უკვე დედაქალაქში იმყოფება და წარმოდგენებს 30 ნოემბრიდან რუსთაველის თეატრის სცენაზე გამართავს.
იქამდე კი, დღეს, 12:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ რობერტ სტურუა და ალექსანდრე კალიაგინი ერთობლივი პრესკონფერენციას გამართავენ.
რუსთაველის თეატრის სცენაზე თეატრალური დასი რობერტ სტურუას 2 სპექტაკლს, უილიამ შექსპირის „ქარიშხალსა“ და ტარიკ ნუის „კარგი ადგილი კი მოგინახავთ ძაღლების გამოსაკვებად“- ს წარმოადგენს. რობერტ სტურუა „ეტ სეტერას“თეატრთან წლების განმავლობაში თანამშრომლობს და ამ ხნის განმავლობაში თეატრში რამდენიმე სპექტაკლი დადგა.
სპექტაკლებში სხვა მსახიობებთან ერთად მთავარ როლებს ალექსანდრე კალიაგინი, ნატალია ბლაგინა, სერგეი დავიდოვი და ელენე რეხვიაშვილი-ჯოჯუა ასრულებენ.
წარმოდგენები რუსთაველის თეატრის სცენაზე 30 ნოემბერს და 1, 4 და 5 დეკემბერს გაიმართება.