ეგვიპტის პრეზიდენტის მოჰამედ მურსის მიერ საკუთარი ძალაუფლების გაზრდას ეგვიპტელები მეოთხე დღეა აპროტესტებენ.
ამჯერად ეგვიპტის მოსამართლეები გაიფიცნენ. ეგვიპტის საკასაციო სასამართლოს ხელმძღვანელის და ქაიროს და გიზის სააპელაციო სასამართლოთა ხელმძღვანელების განცხადებით, ქვეყნის სასამართლო მანამ შეწყვეტს მუშაობას, სანამ მურსი მიღებულ კანონპროექტს არ გააუქმებს.
„განცხადება იმის შესახებ, რომ სასამართლო მოხელენი პროტესტს გამოხატავენ იმიტომ, რომ ისინი წინა რეჟიმისადმი ლოიალურად არიან განწყობილნი, ტყუილი და არასამართლიანი განცხადებაა.ჩვენ შევწყვეტთ მუშაობას მანამ, სანამ მურსი იძულებული არ გახდება, მიღებული კანონი გააუქმოს “,–აცხადებს მოსამართლე მახერ სამი