დღეს, საქართველოს „ინტერ რაო ესის“ სამუშაო ჯგუფი ეწვევა. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით,სამუშაო ჯგუფის ჩამოსვლის დრო და შეხვედრების განრიგი ჯერ დაზუსტებული არ არის.
ცნობილია, რომ დელეგაციასთან შეხვედრების ერთ-ერთი ძირითადი თემა ელექტროენერგიის ტარიფი და „თელასიდან" დათხოვნილი თანამშრომლები იქნება.