აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ერიკ რუბინი თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში აშშ-საქართველოს მთავრობათა სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.
შეხვედრა მთავრობის კანცელარიაში 13:00 საათზე დაიწყება.
შეხვედრის შემდეგ კი, დაგეგმილია ერიკ რუბინის ბრიფინგი.
ერიკ რუბინი ორდღიან ვიზიტს საქართველოში დღეს ასრულებს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში თბილისს 27 ნოემბერს ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრები პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან, ასევე საგარეო, თავდაცვის, შინაგან საქმეთა, იუსტიციის მინისტრებთან და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან.