საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ ქვეყნის დატოვებას არ აპირებს. ამის შესახებ მან უკრაინულ ტელეკომპანია „მე-5 არხთან" ინტერვიუში განაცხადა.
„ჯერ ერთი, საპრეზიდენტო ვადა 1 წელიწადში იწურება. ეს დიდი დროა და საქართველოში რაღაცეები ძალიან სწრაფად იცვლება. შეიძლება, უკრაინაში ამას მეტი დრო სჭირდება და ეს პროცესი უფრო ნელია, მაგრამ ქართველი ხალხის განწყობა ძალიან სწრაფად იცვლება. ასე, რომ, მე არსად წავალ საქართველოდან. მე მიყვარს ჩემი ქვეყანა, მას ვეკუთვნი და დავრჩები იქ" - განაცხადა სააკაშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი არა - ახალ დაპატიმრებებს, არამედ „ქართული ოცნების" მიერ წინასაარჩევნოდ გაცემული დანაპირებების შესრულებას ელოდება.