საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი აშშ-ს თავდაცვის მინისტრის თანაშემწის მოადგილე ეველინ ფარკასი დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიას ესტუმრა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეველინ ფარკასი დელეგაციის წევრებთან ერთად აკადემიის რექტორს გიორგი ქველაძეს და კომენდანტს პოლკოვნიკ ნიკოლოზ აგლაძეს შეხვდა.
ქართულმა მხარემ სტუმრებს აკადემიის სტრუქტურისა და პროგრამების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. შეხვედრის შემდეგ ამერიკის თავდაცვის მინისტრის თანაშემწის მოადგილემ ეროვნული თავდაცვის აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და კომპლექსის შესაძლებლობებს გაეცნო.
დღესვე ეველინ ფარკასი საქართველოს თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიას შეხვდა.