სოციულოგიური კვლევითი ცენტრის „ლევადა-ცენტრის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, რუსეთის მოსახლეობის 2/3 თვლის, რომ ქვეყენაში მიგრანტების რიცხვი უნდა შემცირდეს.
რუსეთის მოქალაქეების 71%-ს მიაჩნია, რომ, მიგრაცია ქვეყანაში დამნაშავეობის ზრდას უწყობს ხელს, 67%-ს მიაჩნია, რომ მიგრანტები ადგილობრივ მოსახლეობას ართმევენ სამუშაოს, 54%-ი კი დარწმუნებულია, რომ მიგრანტები რუსულ კულტურას ზიანს აყენებენ.
„ლევადა-ცენტრის“ დირექტორის ალექსეი გრაჟდანკინის განცხადებით, ბოლო პერიოდში სულ უფრო იზრდება ქვეყანაში უკმაყოფილო რუსი მოქალქეების რიცხვი, რომლებიც მთავრობისგან მიგრანტების შემცირებას მოითხოვენ.