„ქართული ოცნებისა“ და „ეროვნული ფორუმის“ გაერთიანების შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის პარტიას სახელწოდება არ შეეცვლება.
ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-სპიკერმა, მანანა კობახიძემ განუცხადა.
მისი თქმით, პარტიას კვლავ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ერქმევა.
„ამ თემაზე კონსულტაციები დაწყებულია და „ეროვნულმა ფორუმმა“ ჩვენთან გაერთიანების სურვილი გამოთქვა. ისინი ჩვენი ფრაქციის წვერები არიან და მათ ფრაქციის შექმნის შესაძლებლობა ჰქონდათ, მაგრამ ამ უფლებით არ ისარგებლეს“, - დასძინა კობახიძემ.
რაც შეეხება იმას, მოლაპარაკებების ფორმატში ჩართულია თუ არა კახა შარტავა, კობახიძე აცხადებს, რომ ის შარტავას უშუალოდ შეხვდა და მას პოლიტიკიდან წასვლის შესახებ არანაირი განცხადება არ გაუკეთებია.