იასირ არაფატის ქვრივი სუხა არაფატი უკმაყოფლებას გამოხატავს იასირ არაფატის ექსგუმაციაში რუსი ექსპერტების მონაწილეობით. ამის შესახებ მან ფრანგულ Le Figaro-ს განუცხადა.
‘ჩვენ ყველამ ვიცით, რომ რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლები დიდი ხნის განმავლობაში თავისი მტრების მოწამლვაში ექსპერტებად ითვლებოდნენ“,-განაცხადა არაფატის ქვრივმა.
ჟურნალისტ მიხეილ ლუბინოვის აზრით, ეს განცხადება სუხა არაფატმა, სავარაუდოდ, ლიტვინენკოს საქმესთან დაკავშირებით გააკეთა.
2012 წლის ივლისში შვეისარიელმა სპეციალისტებმა იასირ არაფატის ტანსაცმელსა და ნივთებზე რადიოაქტიური ნივთიერების პოლონია 210-ი კვალი აღმოაჩინეს. პალესტინის ლიდერის ქვრივმა მეუღლის ექსგუმაცია მოითხოვა. პალესტინის ხელისუფლებამ რუსი, შვეიცარიელი და ფრანგი ექიმები მოიწვია ექსპერტიზაში მონაწილეობის მისაღებად.