ვენესუელის პრეზიდენტი უგი ჩავესი სამკურნალოდ ისევ კუბაში გაემგზავრა. ვენესუელის პარლამენტმა ნება დართი პრეიზიდენტს, გარკვეულიდ როით დდაეტოვებინა ქვეყანა. პარლამენტისადმი გაგზავნილ პრეზიდენტის წერილში ნათქვამია, რომ მკურნალობიდან ექვსი თვის შემდეგ, ჩავესს ისევ სჭირდება ჰიპერბარიული ოქსიგენაციის კურსის გავლა.
2011 წელს ვენესუელის პრეზიდენტს უგო ჩავესს კუბაში ონკოლოგიური ოპერაცია ჩაუტარდა, 2012 წლის თებერვალში ჩავესს კიდევ ერთხელ დასჭირდა ოპერაცია, მას შემდეგ ის ექვს თვეში ერთხელ სამკურნალო თერაპიულ კურსს გადის კუბაში.
2012 წლის ოქტომბერში 58 წლის ჩავესი კიდევ ერთხელ აირჩიეს ქვეყნის პრეზიდენტად ექვსი წლის ვადით.