გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი, სოსო ჭაჭვლიანი სოციალურ ქსელებში საკუთარ ავტომანქანასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას, ტელეკომპანია „მაესტროს“ პრესკლუბში გამოეხმაურა.
ჯაჭვლიანის განცხადებით, მან ავტომანქანა განვადებით შეიძინა და აღნიშნა, რომ ფულის გადახდა 5-7 წლის განმავლობაში მოუწევს.
„20 წლის განმავლობაში რამდენიმე ჯიპი მყავდა და მყავს. მე ვარ ის ადამაინი, რომელმაც სცენარების კონკურსში გაიმარჯვა და სახელმწიფომ გრანტი მომცა. ეს გრანტი სახელმწიფოს კაპიკ-კაპიკ დავუბრუნე, რატომ ამაზე არ საუბრობენ მაშინ? როცა მე ფილმებს ვიღებდი, ასეულობით ადამიანი დავასაქმე და ინვესტიცია შემოვიტანე საქართველოში, რატომ ამაზე არ საუბრობენ? იმ ინვესტიციით ასეთი 10-20 მანქანის შეძენა შეიძლებოდა.
წინა ავტომანქანა, რომელიც მყავდა, ამაზე ძვირადღირებულია. საქართველში, თუ არსებობს ავტომაღაზია, სადაც შეიძლება მიხვიდე და შეიძინო ავტომანქანა, განა არ შეიძლება ? თუ ეს არ შეიძლება მაშინ, არც ასეთი მაღაზიები უნდა იყოს. ასე, რომ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. რა, დანაშაულია ავტომანქანა, რომ შევიძინე?“, - განაცხადა ჯაჭვლიანმა.
უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ყოფილი ხელისუფლება „ჯიპის“ მოპარვაშიც დაადანაშაულა.
„2005 წელს, სამხრეთ აფრიკაში მსოფლიო ჩემპიონატზე ვიყავით, ჩამოვედით და ახალთახალი „ლენდკრუიზერი“ მომპარა მთვარობამ გარაჟიდან. ამის დამამტკიცებელი საბუთები მაქვს“, - განაცხადა ჯაჭვლიანმა.