ამ წუთებში, პარლამენტში სახალხო დამცველის კანდიდატები იკრიბებიან, რომელთაც უმრავლესობის სხდომაზე მოუსმენენ.
უმრავლესობასთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება და დეპუტატები კანდიდატთა პრიორიტეტებს მისმენენ.
საკანონმდებლო ორგანოში უკვე მივიდნენ - ნათია იმნაძე და დიმიტრი ლორთქიფანიძე.
დიმიტრი ლორთქიფანიძე შეხვედრის საჯაროობას ითხოვს.
„ჩემი თხოვნა იქნება, რომ სხდომა ღია იყოს, რადგან მნიშვნელოვანია, რომ შეხვედრის შინაარსი საზოგადოებრისთვის ცნობილი გახდეს“, - დასძინა მან.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტი სახალხო დამცველს 13 დეკემბრამდე შეარჩევს.