ამ წუთებში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ხონის საკრებულოს მოქმედ თავმჯდომარეს, გიორგი გელენიძეს ასამართლებენ.
არსებული ინფორმაციით, გელენიძეს ბრალად სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას წაუყენებენ.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან საპარლამენტო უმცირესობის ლიდერები არიან შეკრებილნი.
გელენიძე უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, აკაკი ბობოხიძის ძმის, ლევან ბობოხიძის ახლო გარემოცვის წევრია.