საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე „ეროვნული ფორუმისა“ და „ქართულ ოცნების“ გაერთიანების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს.
როგორც ჟურნალისტებს სანიკიძემ განუცხადა, გადაწყვეტილება ერთიან იდეოლოგიას უკავშირდება.
„ამ ორ პარტიას იდეოლოგიური და ფასეულეობრივი განსხვავებები არ აქვს და პოლიტიკური დუბლირება საჭირო არ არის. პარტიების გაერთიანების საკითხზე, ამჟამად შერეული ჯგუფი მუშაობს, თუმცა რა ფორმით და როდის მოხდება ეს, ჯერ უცნობია“, - დასძინა სანიკიძემ.