პარლამენტში ჰაერის ტემპერატურის , ტენიანობის, ხმაურის, წყლის, ვინტილაციისა და რადიოაქტიური ნივთიერებების სინჯები აიღეს

პარლამენტში ჰაერის ტემპერატურის , ტენიანობის, ხმაურის, წყლის, ვინტილაციისა და რადიოაქტიური ნივთიერებების სინჯები აიღეს

სამეცნიერო კვლევითმა ფირმა „გამამ“ პარლამენტში დღეს ჰაერის ტემპერატურის , ტენიანობის, ხმაურის, წყლის, ვინტილაციისა და რადიოაქტიური ნივთიერებების სინჯები აიღო.

როგორც  From.ge- ს ფირმის პრეზიდენტმა ვახტანგ გვახარიამ განუცხადა, მისი კომპანია პარლამენტში არსებულ ვითარება საკანონმდებლო ორგანოს დაკვეთით სწავლობს. მისი თქმით, დღეს უწყების შენობაში აპარატის თაანამრომლებისაგან ინტერვიუები აიღეს, რომლებიც ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გარკვეულ  ჩივილებზე ამახვილებენ ყურადღებას,

გვახარიას ინფორმაციით, აღნიშნულ სინჯებს ლაბორატორიაში დაამუშავებენ და დასკვნა მომავალ კვირას დაიდება, რომელიც პარლამენტის აპარატს ექსკლუზიური უფლებით მიეწოდება. გვახარიამ თავი შეიკავა წინასწარ იმის გაცხადებისგან, თუ რა ვითარებაა პარლამენტში ამჟამად.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ორგანიზაციის წარმომადგენლები პარლამენტში გასულ კვირასაც იყვნენ , თუმცა მათ ხელსაწყოები თან არ ჰქონდათ, რის გამოც შენობის მხოლოდ ზედაპირულად დათვალიერება მოხდა.