მთავარ პროკურორს პრეზიდენტის ნაცვლად, იუსტიციის მინისტრი წარადგენს

მთავარ პროკურორს პრეზიდენტის ნაცვლად, იუსტიციის მინისტრი წარადგენს

საქართველოს მთავარ პროკურორს ამიერიდან პრეზიდენტის ნაცვლად იუსტიციის მინისტრი წარადგენს.

როგორც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მას შემდეგ რაც მთავარი პროკურორის კანდიდატურას იუსტიციის მინისტრი წარადგენს, მას მთავრობის თანხმობით პრემიერ-მინისტრი დანიშნავს.

„გარდა ამისა, ჩვენი კანონპროექტი ითვალისწინებს იმასაც, რომ მე აღარ ვიქნები მთავრი პროკურორი და შესაბამისად, აღარ მექნება ზედამხედველის ფუნქცია. პრეზიდენტს ეს უფლება აღარ ექნება იმიტომ, რომ პრეზიდენტის სურვილით ჩვენ საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადავდივართ“, - განაცხადა წულუკიანმა.