რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განმარტებით, რუსეთი არ იღებს მონაწილეობას სირიის შეიარაღებულ კონფლიქტში, რადგან კატეგორიულად წინააღმდეგია სირიაში მიმდინარე სიტუაციაში ჩარევის.
„ჩვენი მრავაწლიანი თანამშრომლობა სამხედრო სფეროში, ყოველთვის ემსახურებოდა ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობას და არა რომელიმე კონკრტეტულ ძალას სირიის შიდა პოლიტიკურ არენაზე“,-აცხადებს ლავროვი.
რამდენიმე დღის წინ, თურქული მასმედიის საშუალებით გავრცელდა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და თურქეთის პრემიერის რეჯეპ ერდოღანის სატელეფონო საუბრის სტენოგრაფა, სადაც პუტინი თურქეთს ემუქრება სირიაში ერთი თურქი ჯარისკაცის შესვლის შემთხვევაშიც კი.