ვეს ანდერსონის ფილმმა „სავსე მთვარის სამეფო“ Gotham Award -ის კინოდაჯიდოებაზე „წლის საუკეთესო ფილმის“ ნომინაციაში მთავარი პრიზი აიღო.
რეჟისორს კონკურენციას უწევდნენ ფილმები: რიჩარდ ლინკლეიტერის „Bernie“, ჯული ლოკტევის „The Loneliest Planet“ , პოლ ტომას ანდერსონის „The Master“ და „Middle of Nowhere“
„სავსე მთვარის სამეფოს“ პრემიერა წლის დასაწყისში კანის 65-ე საიუბილეო კინოფესტივალის ფარგლებში შედგა. სწორედ ამ ამერიკულმა ნამუშევარმა გახსნა ფესტივალი.
სურათში მოქმედება ინგლისში 1960 წელს მიმდინარეობს. სიუჟეტის მიხედვით, შეყვარებული წყვილი სკაუტების ბანაკიდან გარბის. მათ მოსაძებნად ადგილობრივი შერიფი (ბრიუს უილისი) გაემართება, რომელსაც სკაუტების გუნდის ექსცენტრიული ლიდერი (ედვარდ ნორტონი) ეხმარება.
ვეს ანდერსონი ნიუ-იორკში გამართულ დაჯილდოების ცერემონიას ვერ დაესწრო, რადგან ევროპაში იმყოფება და შემდეგი ფილმის „The Grand Budapest Hotel“-ის გადაღებებისთვის ემზადება.
შეგახსენებთ, Gotham Award-ის კინოდაჯილდოება 1991 წლიდან ყოველწლიურად ტარდება