საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ტარიფებზე მუშაობა გრძელდება და აღნიშნა, რომ ელექტროენერგიასა და გაზზე ტარიფები მინიმუმ 10%-ით შემცირდება.
„ჩვენ პროგრამაში არ გვეწერა ტარიფების განახევრება, უბრალოდ ცალკეულ საუბრებში ეს ვახსენეთ მათ შორის მეც და შეიძლება გადაჭარბებულადაც. ვფიქრობ, დენზეც და გაზზეც ტარიფები მინიმუმ 10%-ით ან შეიძლება, მეტითაც შემცირდება. განახევრება ვერ მოხერხდება“, - განაცხადა ივანიშვილმა.
მისითქმით, ტარიფების ოდენობის კლება ახალი წლიდან ან უფრო გვიან არის შესაძლებელი.