ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებებს უმცირესობა იყენებს.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ბესელიამ აღნიშნა, ჩუგოშვილმა განცხადა, რომ თურმე სამუშაო ჯგუფი პოლიტპატიმართა საკითხს ზედაპირულად უდგება, რაც სიმართლე არ არის.
„მათ ძალიან ვთხოვდი, ასეთ განცხადებებს ცოტა მეტი დაფიქრებით მოეკიდონ. მაინტერესებს, საიდან იცის ჩუგოშვილმა, ამ დრომდე რა ხარისხით მუშაობს კომისია. მან იცის, რომ გუშინ ღამის 2 საათამდე ვიყავით პარლამენტში და ამ საქმეებს ვიხილავდით? იცის, რა რეჟიმში ვმუშაობთ? ასეთი განცახდებები ცოტა უცნაური და დამაფიქრებელია. ეს ორგანიზაცია აღარ არის კომისიის წევრი და გაურკვეველია, რატომ გრძელდება ამ პროცესისადმი ასეთი კრიტიკული და უსამართლო განცხადებების გაკეთება, რომელსაც ძალიან კარგად იყენებს „ნაციონალური მოძრაობა“, - დასძინა დეპუტატმა.