გაეროში ამერიკის სპეციალურმა წარმოამდგენელმა სიუზან რაისმა შეცდომა აღიარა-კონგრესის სენატორებთან შეხვედრისას რაისმა განაცხადა, რომ მან ბენღაზი ამერიკის საელჩოზე თავდასხმის შეფასებისას იჩქარა.
რაისის განცხადებით, ის მცდარი ინფორმაციის გავრცელებით,საზოგადოების შეცდომაში შეყვანას არ ცდილობდა, თუმცა რესპუბლიკელები სხვა აზრის არიან.
სიუზან რაისმა ოქტომბრის თვეში ბენღაზში ამერიკის საელჩოზე თავდასხმის შემდეგ, რომელსაც ამერიკის ელჩის ქრისტოფერ სტივენსის და საელჩოს კიდევ ოთხი თანამშრომლის სიცოცხლე შეეწირა, განაცხადა, რომ ეს ყველაფერი ფილმ „ილსამის უცოდველობის“ წინააღმდეგ პროტესტმა გამოიწვია, რომლის რეზულტატიც საელჩოზე თავდასხმა აღმოჩნდა.
მოგვიანებით, გამოძიების შემდეგ გაჩნდა ვერსია, რომ ეს იყო „ალ-ქაიდას“ მიერ წინასწარ კარგად დაგეგმილი ტერაქტი. სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის შეხლა-შემოხლა. რესპუბლიკელები ცდილობენ გაარკვიონ, ვინ იცოდა თეთრი სახლის წარმომადგენლებიდან მოსალოდნელი ტერაქტის შესახებ.