პროტესტი წარმომადგენლობითი პალატის სპიკერის მისაღებში

პროტესტი წარმომადგენლობითი პალატის სპიკერის მისაღებში

ამერიკის წარმომადგენლობითი პალატის სპიეკრის ჯონ ბონერის მისაღებში სამმა ამერიკელმა ქალბატონმა პროტესტი შიდს-თან ბრძოლის პროგრამის დაფინანსების შემცირების გამო გაშიშვლებით გამოხატა.

ქალბატონები სპიკერის ოფისის მისაღებში შეძახილებით „ჩვენ გვუსრს შიშველი სიმართლე გიჩვენოთ!“ -შევიდნენ და გაიხადეს.

მციროდენი აქციის შემდეგ, ქალბატონები შეეცადნენ იმ თანამოაზრეთა ტალღაში მიმალულიყვნენ, რომლებიც სპიკერის მისაღებთან ელოდებოდნენ, თუმცა პოლიციამ მათი დაკავება მაინც შეძლო. ქალბატონები ამ საქციელისთვის მცირე თანხით დაჯარიმდებიან.