ბრიტანული The Independent ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს, რომ ბრიტანეთში იურისტ სერგეი მაგნიტსკის მკვლელობის ერთ-ერთი მთავარი მოწმე გარდაიცვალა. 44 წლის ბიზნესმენი ალექსანდრე პერეპილიჩნი ერთ-ერთი მთავარი მოწმე გახლდათ ე.წ „კლიუევის ჯგუფში“, რომელსაც საგადასახადო სფეროში მსხვილ მაქინაციებში ედებოდათ ბრალი და რომლის გულისთვისაც მოსკოვის საპატიმროში ფონდ Hermitage Capital -ის იურისტი მაგნიტსკი მოკლეს.
ალექსანდრე პერეპილიჩნმა 2009 წელს ბრიტანეთს პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა. ის სურეის საგრაფოში, ქალაქ ვიბრიჯში საკუთრ სახლთან ახლოს იპოვეს გარდაცვლილი. ბრიტანეთის პოლიციის განამრტებით, ის მოკლულია.
The Independent-ის ინფორმაციით, პერეპილიჩნი უკევ მეოთხე ბიზნესმენია, რომელიც „კლიუევის საქმესტან“ იყო დაკავშირებული და რომელიც გარდაიცვალა.
რამდენიმე დღის წინ ამერიკის კონგრესმა გადაწყვეტილება მიიღო და სერგეი მაგნიტსკის მკვლელობასთან დაკავშირებულ რუს პოლიტიკოსებს ამერიკის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა და მათი საბანკო ანგარიშებიც გაყინა.