„ამინისტიის შესახებ“ კანონოპროექტი სავარაუდოდ, 8 ათას პატიმარსა და დაახლოებით 19 ათას პრობაციონერს შეეხება.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილეს და მთავრობამ საკუთარი რეკომენდაციები წარადგინა. სხდომაზე სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილემ, გიგა გიორგაძემ სავარაუდო სტატისტიკა წარადგინა.
მისი განცხადებით, ვინაიდან, კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს, ზუსტი მონაცემი არ არსებობს ამინისტია თუ რამდენ ადამიანს შეეხება, მაგრამ პროექტის პირვანდელი ვერსიით, ამინისტია სავარაუდოდ შეეხება ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის - 2 000 ადამიანს, გათავისუფლებას დაექვემდებარება იმ პატიმართა კატეგორია, რომლებიც გასამართლებული არიან განსაკუთრებული მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, ამასთან, ჩადენილი აქვთ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული და ამინისტიის შედეგად მოეხსნებათ ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის განკუთვნილი სასჯელი და ასეთი 1000 პატიმარია.
გიორგაძის განცხადებით, 3500 პატიმარს სასჯელი გაუნახევრდება და მათ საშუალება ექნება პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების კომისიას მიმართონ. ამინისტიის შედეგად, 1/3-ით შემცირების შემთხვევაში კი, პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლება - 1500 ადამიანს შეეხება.
სხდომაზე სტატისტიკის წარდგენა საპარლამენტო უმცირესობამ კატეგორიულად მოითხოვა. კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ კი, ციფრების გამოყენებისას კოლეგებს სიფრთილისკენ მოუწოდა.