ბელორუსიის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით,არაბული ქვეყნების მსგავსი რევოლუციები ბელორუსში არ მოხდება და ამას ვერ ეღირსებიან.
„ბელორუსია ახლო აღმოსავლეთი არ არის, ბელორუსიის ხელმძღვანელობა ახლო აღმოსავლეთის ხელმძღვანელობისგან კარდინალურად განსხვავდება. აქ „ზოგიერთებს“ სურდათ სიტუაციის აფეთქება,მაგრამ ვერ ეღირსებიან“,–აღნიშნა ლუკაშენკომ.
ლუკაშენკოს განცხადებით, ბელორუსიაში რევოლუციის მოსახდენად ლიმიტი ამოიწურა და ვისაც ეს სურს, უმჯობესი იქნება მოითმინოს.
“ევოლუციურ ცვლილებებს ჩვენ მივესალმებით,რევოლუცია კი აქ არ იქნება“,–აღნიშნა ლუკაშენკომ.