"საქართველოს რკინიგზის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ კონსტანტინე გუნცაძე დაინიშნა, ხოლო გენერალური დირექტორის მოვალეობას პირველი მოადგილე ოლეგ ბიჭიაშვილი შეასრულებს.
„საპარტნიორი ფონდის" გადაწყვეტილებით, „საქართელოს რკინიგზის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ კონსტანტინე გუნცაძე დაინიშნა, სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა რაოდენობა კი, 7 წევრით განისაზღვრა. გარდა ამისა, ცვლილებები განხორციელდა „საქართველოს რკინიგზის" მენეჯმენტშიც. გენერალური დირექტორის (დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის) პირველ მოადგილედ დაინიშნა ოლეგ ბიჭიაშვილი, რომელიც გენერალური დირექტორის მოვალეობებს შეასრულებს. იგი გამოცდილი რკინიგზელია, მას საქართველოს რკინიგზაში რამდენიმე ათეული წლის მსახურების სტაჟი აქვს და ზედმიწევნით კარგად იცნობს რკინიგზის სპეციფიკას. ინფრასტრუქტურის დირექტორად დაინიშნა ასევე გამოცდილი რკინიგზელი, გურამ გურამიშვილი. რაც შეეხება „საქართველოს რკინიგზის" დირექტორთა საბჭოს, ის უფრო წარმომადგენლობითი გახდა, დაემატა ერთი წევრი ოპერაციათა მართვის დეპარტამენტის უფროსის სახით, რომელსაც გრიგოლ სამსონაძე ხელმძღვანელობს" - აცხადებენ „საქართველოს რკინიგზაში".
კოკა გუნცაძე საზოგადოებრივი მოძრაობა „ამომრჩეველთა ლიგის" ერთ-ერთი ლიდერი და დაფუძნებელია. აღსანიშნავია, რომ ამავე ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ჩიკვაიძე საქართველოს ფოსტის გენერალურ დირექტორად დაინიშნა.