თბილისის მერის მოადგილე შოთა ხიზანიშვილი დაკავებულია და მოდულის შენობაშია გადაყვანილი. ხიზანიშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით ედავებიან, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.
საქართველოს მთავარმა პროკურორმა დღეს განცხადება გაავრცელა რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციულ დეპარტამენტში მიმდინარეობს გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეულ მუშაკთა მიმართ.
"აღნიშნულ საქმეზე დღეს, 15 ნოემბერს, მოწმის სახით დაკითხვაზე დაბარებულნი არიან შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე შოთა ხიზანიშვილი და კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - ვაჟა ლილუაშვილი. დაკითხვას ესწრება ხიზანიშვილის ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილი", - აღნიშნულია განცხადებაში.
შოთა ხიზანიშვილი შსს-ის ადმინისტრაციის უფროსი იყო. შს მინისტრად ბაჩო ახალაიას დანიშვნის შემდეგ კი მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. დღესდღეობით კი შოთა ხიზანიშვილი თბილისის მერის მოადგილედ მუშაობს.