მე-4 ქვეითი ბრიგადის ყოფილ უფროსს ზურაბ შამათავას მისი სახლიდან ჩხრეკის დროს ამოღებული 10 000 ლარი უკან დაუბრუნეს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავარი პროკურატურიდან გამოსულმა შამათავას ადვოკატმა დავით დეკანოიძემ განუცხადა.
მისი თქმით, შამათავასთვის ჯერჯერობით სხვა ნივთები არ დაუბრუნებიათ.
ზურაბ შამათავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით აქვს წაყენებული, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. მას სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა და 20 000 ლარის გადახდის შემდეგ გაათავისუფლა. ასევე სასამართლოს გადაწყვეტილებით, შამათავას სამსახურეობრივი უფლებამოსილება შეუჩერდა.