იოსებ ჯანაშია : ბაჩო ახალაია ამ ეტაპზე არანაირ საფრთხეს არ გრძნობს

იოსებ ჯანაშია : ბაჩო ახალაია ამ ეტაპზე არანაირ საფრთხეს არ გრძნობს

#7 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში თავდაცვის და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია ადვოკატებმა მოინახულეს.

ერთ-ერთი ადვოკატის, იოსებ ჯანაშიას განცხადებით, ახალაია თავს კარგად გრძნობს.

რაც შეეხება კითხვას, აპირებენ, თუ არა მის სხვა  სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანის მოთხოვნის დაყენებას, ადვოკატი განმარტავს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს შესაძლებელია, თუმცა ამჟამად, ახალაია თავს უსაფრთხოდ გრძნობს.

„ამ ეტაპზე არანაირ საფრთხეს არ გრძნობს. მისთვის არ  აქვს მნიშვნელობა,  მთავარია მისი უსაფრთხოება დაცული იყოს“, - განაცხადა ბაჩო ახალაიას ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ.