აკაკი მინაშვილი: ახალაია მხნედ არის, საპატიმროში პირობები ნორმალურია

აკაკი მინაშვილი: ახალაია მხნედ არის, საპატიმროში პირობები ნორმალურია

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი მინაშვილმა #7 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში თავდაცვის და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია მოინახულა.

მინაშვილის განცხადებით, ახალაია თავს ნორმალურად გრძნობს, თუმცა აღნიშნავს, რომ მის გადაყვანას სხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მაინც ითხოვს.

„რაც შეეხება,  მის მდგომარეობას, ის არის მხნედ. საპატიმროში პირობები ნორმალურია, თუმცა კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ,  რომ ჩემი პოზიციაა, რომ ბაჩო ახალაია მეშვიდე საპყრობილიდან უნდა იყოს გადაყვანილი, რადგან აქ  კანონიერი ქურდები არიან“, - განაცხადა მინაშვილმა.

რაც შეეხება, აღნიშნულზე თვითონ ახალაიას პოზიციას, მინაშვილი აცხადებს, რომ ახალაია მის #7 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანას ცინიკურ ნაბიჯად აფასებს.

„ის მიიჩნევს, რომ  ეს საზოგადოებისთვის  არასწორი გზავნილია“,- განაცხადა მინაშვილმა.