ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ პირობა დადო, რომ გამოძებნის გზებს,რათა ირანთან დიალოგის დაწყება და ატომურ იარაღთან დაკავშირებით, მოლაპარაკებები განახლდეს.
„უახლოეს თვეებში მე ყველა ღონეს ვიხმარ, რათა ვნახოთ, შეიძლება თუ არა დიალოგის დაწყება ირანთან-არა მარტო მე, არამედ საერთაშორისო საზოგადოება-რათა ეს პრობლემა გადავწყვიტოთ“,-განაცხადა ობამამ.
ობამას განცხადებით, ის არ არის დარწმუნებული, რომ ირანი იმ გზით წავა, რაც ყველაზე მისაღები იქნება, თუმცა თეთრ სახლს ამ პრობლემის დიპლომატიური გზით მოგვარება სურს.
„უნდა ისეთი გადაწყვეტილება იქნეს მიღებული, რომლის შედეგადაც, ირანი ატომურ იარაღს მშვიდობიანი მიზნით გამოიყენებს“,-აცხადებს ობამა.