გია ხუხაშვილი: სუბიექტური გაუგებრობები რის ინიცირებასაც პრეზიდენტი შეეცადა, ძირითადად ამოწურულია

გია ხუხაშვილი: სუბიექტური გაუგებრობები რის ინიცირებასაც პრეზიდენტი შეეცადა, ძირითადად ამოწურულია

ექსპერტი გია ხუხაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ევროპულ ტურნეს პოზიტიურად აფასებს. ხოლო, პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ვიზიტის შეფასებისას , აცხადებს, რომ ის სუბიექტური გაუგებრობები რის ინიცირებასაც პრეზიდენტი შეეცადა, ძირითადად ამოწურულია.

"ახლა, პრეზიდენტი ცდილობს, ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის პროცესი, პოლიტიკურ დევნად გაასაღოს, მაგრამ ვფიქრობ, ეს საკმაოდ არასერიოზული მცდელობაა, რაც ძალიან მალე გამოჩნდება. ის ცდილობს თავისთვის და თავისი პოლიტიკური გუნდისთვის გარანტიები შეიქმნას, რომ სავარაუდოდ, სისხლის სამართლის დანაშაულის შემთხვევაშიც, მათ არავინ შეეხება , მაგრამ ამის ილუზია ტყუილად აქვთ. ბიძინა ივანიშვილი მოსახლეობას სამართლიანობის აღდგენას დაჰპირდა. გასაგებია, რომ ისინი თავდაცვის რეჟიმში იბრძვიან და ცდილობენ, ამ ყველაფერს სხვა მიმართულება მისცენ, მაგრამ არ გამოუვათ", - განაცხადა ხუხაშვილმა.

მისი თქმით, სააკაშვილმა და მისმა გუნდმა, რაღაც მოკლევადიანი შედეგი მიიღეს, ცალკეული ადამიანები შეცდომაში შეიყვანეს, თუმცა აღნიშნავს, რომ "ტყუილის მოკლე ფეხები აქვს და ყველაფერი ძალიან მალე დალაგდება".