2014 წლის თებერვლისთვის ბუნდესვერი მიიღებს გადაწყვეტილებას და ავღანეთში გერმანელი სამხედროების რაოდენობას ერთი მესამედით შეამცირებს. ამ განცხადებას გერმანული გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს.
გერმანიის თავდაცვის მინისტრის თომას დე მეზერის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის გიდო ვესტერველეს გადაწყვეტილებით, 2014 წლის იანვრიდან ავღანეთს 1500 გერმანელი სამხედრო მოსამსახურე დატოვებს.
ამ პროექტს გერმანიის მთავრობა თვის ბოლომდე განიხილავს, შემდეგ კი ბუნდესტაგი საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.
ამ დროისითვის ავღანეთში ISAF-ის პროგრამით 4760 გერმანელი სამხედრო მოსამსახურე გადის სავალდებულო სამხედრო სამსახურს.