ყოფილმა მუსიკოსმა მსოფლიოში ყველაზე პატარა ვიოლინო შექმნა. ის 1,5 სანტიმეტის სიმაღლისაა და 1500 დოლარად იყიდება.
დევიდ ედვარდსი, შოტლანდიის ნაციონალურ ორკესტრში უკრავდა, თუმცა მუსიკალური კარიერას მალე თავი დაანება და მინიატურული ნივთების კეთება დაიწყო, რადგან მიხვდა, რომ ეს ფინანსურად უფრო პერსპექტიული საქმე იქნებოდა, ვიდრე მუსიკა. ახლა საქმესთან ერთად მუსიკას უსმენს და არ ნანობს თავის არჩევანს: „ ძალიან მომწონს ჩემი ამჟამინდელი საქმე, ეს ჩემი ცხოვრებაა და გამიმართლა, რომ მე ვიპოვე ის. მომწონს მუშაობა ჩემს იდეებზე, რომლებიც ყოველთვის განხორციელებადია“-ამბობს დევიდი.
მინიატურისტი ედინბურგიდან თავისი ჰობით მალევე გახდა ცნობილი. ის მთელ დღეებს უთმობს საქმეს და შეუძლია ისეთი მცირე ზომის საოჯახო ნივთები დაამზადოს, რომლებიც ნემსის ყუნწშიც კი გაეტევა. ეს მისი შემოსავლის ძირითადი წყაროა.
ედვარდსმა კარიერა, ქალიშვილისთვის თოჯინის სახლის გაკეთებით დაიწყო. 2009 წელს მხატვარ-მინიატურისტმა თოჯინის სახლი 75 000 დოლარად გაყიდა, ამ დროს დიდ ბრიტანეთში ამ ფასად ბევრი ადამიანი თავის საცხოვრებელ სახლსაც ვერ ყიდის.
76 წლის ედვარდი ამბობს: „მე ამ დროისათვის მსოფლიოში საუკეთესო ვარ და საერთაშორისო დონეზე კარგად მიცნობენ. ჩემი ნამუშევრები საუკეთესოა მათი ზომებისა და დეტალების გათვალისწინებით. მე შემიძლია ისინი უფრო მცირე ზომისაც გავაკეთო, თუმცა ამ შემთხვავაში ზედმეტად არაბუნებრივები გამოჩნდებიან. მინდა ადამიანებს მათი შეუიარაღებელი თვალით ნახვა შეეძლოთ. შემიძლია ჩვეულებრივი ნივთი გაცილებით ხარისხიან ნამუშევრად ვაქციო. მე კარგად ვიცი ვიოლინო, აი რატომ მაქვს დიდი უპირატესობა სხვა მინიატურისტებთან შედარებით. სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ვიოლინო, მსოფლიოში საუკეთესო ვიოლინოა.“