სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან 7 პატიმარი გათავისუფლდა. მათ შორის 1 ქალი და 2 მძიმე ავადმყოფი.
ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, პოლიტპატიმრებად აღიარებული რამაზ სამნაძე და კახა ქანთარია.
აღნიშნულის შესახებ, განცხადებას სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო ავრცელებს.
„2012 წლის 14 ნოემბერს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში გაიმართა პირობით ვადამდე გათავისუფლების მუდმივმოქმედი კომისიის მორიგი სხდომა.
კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლდა 7 პატიმარი. მათ შორის 1 ქალი, 2 მძიმე ავადმყოფი. ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ პოლიტპატიმრებად აღიარებული რამაზ სამნაძე და კახა ქანთარია.
პირობით ვადამდე გათავისუფლების მუდმივმოქმედი კომისია და ადგილობრივი საბჭოები მომავალშიც აქტიურად გააგრძელებენ მსჯავრდებულთა განცხადებების განხილვას“, - ნათქვამია სასჯელაღსრულების უწყების განცხადებაში.