„ქართული დასის“ ლიდერი, ჯონდი ბაღათურია ქვეყანაში შექმნილ ურთულეს მდგომარეობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამ მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს პრეზიდენტის და „ნაციონალური მოძრაობის“ ძირითადი ბირთვის ძირგამომთხრელი საქმიანობა, რომელიც ორი მიმართულებით მიმდინაროებს-ერთი ქვეყნის გარეთ, მეორე ქვეყნის შიგნით, რომელიც საბოტაჟის სახით გამოიხატება.
„ბაჩო ახალიას ირგვლივ ატეხილი ისტერიკის საფუძველი არის სააკაშვილის და მისი გუნდის ზრუნვა საკუთარი ტყავების გადარჩენაზე. პირადად მე, უკვე მაქვს გადაგზავნილი პრეზიდენტის სისხლის სამართლის დანაშაულობების შესახებ დოკუმენტური მტკიცებულებები 187 გვერდი და ძალიან მალე ველოდები სისხლის სამართლის საქმის აღძვრას“,-აცხადებს ბაღათურია.
ბაღათურიას განცხადებით, საპარლამენტო უმცირესობის ის წევრები, რომლებიც ახლა ძალიან ხმამაღლა ლაპარაკობენ, ისინიც არიან გარეულნი სახელმწიფო ქონების მითვისებაში, სხვისი ქონების და საკუთრების მითვისება-გამოძალვაში, ამიტომ ეს გუნდი ცდილობს ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნას და აქტიურობს ბაჩო ახალიას გარშემო ატეხილ ხმაურში.
„ჩვენ კიდევ ვაპირებთ პროკურატურას გადავუგზავნთ მასალები „ნაციონალური მოძრაობის“ ცნობილი ლიდერების დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ, რომლებიც განსაკუთრებით ახლა აქტიურობენ. ეს ხალხი ჩანს ბაჩო ახალაიას ირგვლივ შექმნილ ისტერიკაში და ბაჩო ახალაიას თუ საფრთხე ემუქრება, მის სიცოცხლეს საფრთხე პრეზიდენტის და მისი გუნდის მხრიდან ემუქრება“,-განაცხადა „ქართული დასის“ ლიდერმა.