რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი მიიღო.
შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. სახელმწიფო მინისტრმა და დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მათი უწყებების მუშაობაზე ისაუბრეს და შემდგომ მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. შეხვედრა კონსტრუქციულ ატმოსფეროში წარიმართა.