საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch -სა და იტალიის ხელისუფლებას შორის სკანდალი მწიფდება. სარეიტინგო კომპანიამ განაცხადა, რომ ის მალე დატოვებს ქვეყანას.
იტალიის ხელისუფლებამ გააკეთა განცხადება და სარეიტინგო კომპანიის რამდენიმე თანამშრომელი საიდუმლო ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა, რომელიც იტალიის ეკონომიკურ მდგომარეობას შეეხებოდა. იტალიის ხელისუფლების განცხადებით, ეს ქვეყანაში დესტაბილიზაციის მიზნით გაკეთდა.
გარდა Fitch -სა, იტალიელებმა საიდუმლო ინფორმაციის გავრცელებაში, Standart&Poors-ის ანალიტიკებიც დაადანაშაულეს. ექსპერტები ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებენ.
.