სასჯელაღსრულების #7 დაწესებულებაში თავდაცვისა და შსს ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიასთან ადვოკატები იმყოფებიან
ერთ-ერთი ადვოკატის იოსებ ჯანაშიას განცხადებით, ის ახალაიას მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას მიიღებს.
მისივე თქმით, შს და თავდაცვის ყოფილი მინისტრის თანხმობის შემთხვევაში, ისინი პროკურატურას გარეთ სათვალთვალო კამერების ვიდეო ჩანაწერის გამოთხოვისთვის მიმართავენ.
დაცვის მხარე აცხადებს, რომ ვიდეო კამერაში დაფიქსირებულია, თუ როდის მივიდნენ და როდის დატოვეს პროკურატურა მოწმეებმა.
როგორც საქმეში სწერია ისინი საათ-ნახევარი იკითხებოდნენ, ადვოკატებს კი, აქვთ ინფორმაცია, რომ მოწმეების დაკითხვა 24 საათის განმავლობაშიც მიმდინარეობდა, რაც მათი თქმით, შესაძლოა ზეწოლის საგანიც გამხდარიყო.
„ჩვენი მოსაზრებაა ამ კუთხით წავიდეთ. ვნახოთ, ჯერ-ჯერობით ბაჩოს პოზიცია არ ვიცით. საათ-ნახევარი, 2 საათიც შესაძლებელია. ნუ, გარკვეულწილად აქ კითხვები არსებობს და საინტერესოა, რა ინფორმაციას მოგვაწვდის ვიდეო თვალებზე გამოძიება. ჩვენ შემდგომი შეფასებისთვის გვჭირდება ეს და შემდეგ სასამართლო გადაწყვეტს“,